სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს ერთმანეთთან საუკუნეების განმავლობაში მეგობრობა აკავშირებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მთავარ თემას რეგიონის მშვიდობიანი განვითარება წარმოადგენდა.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელსა და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
