„კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა.
მისი თქმით, თუ არჩევნები კვლევის შედეგების მიხედვით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ თბილისელს, ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები
