უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სხვადასხვა რეგიონში „საქართველოსთვის“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ეშლება.
„ბოლავიკ გახარიას, „ნაცების“ სასარგებლოდ მუშაობისთვის პარტია რომ ეშლება, კი გაიგო მთელმა ერმა, მაგრამ „ნაცების“ შტაბნიკებმა და 30-ზე მეტმა ენმ-ის კანდიდატმა, გახარიასა და „ნაცების“ ვასვასობის გამო პარტია რომ დატოვეს, არ შევიმჩნიოთ? თქვენი შანსი 0%. ჯერ სად ხართ, აწი, აწი“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.
კომენტარები