„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა აქვს. მე, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, საზოგადოებას წარვუდგინე საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, რომელიც 6 ძირითადი მიმართულებისგან შედგება და მთელი ამ კაპმანიის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცადე ეს მიმართულებები გამეშალა კონკრეტული პროექტების მიხედვით, თუ რა გაკეთდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობას აინტერესებს, როგორი ხედვა აქვს თბილისის მერიას, როგორი უნდა იყოს დედაქალაქი და რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში.
„ერთადერთი გუნდი ვიყავით ჩვენ, ვინც რეალურად ესაუბრებოდა არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე მოსახლეობას. ასევე ბევრი გვქონდა სასაუბრო გაკეთებულ საქმეებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ზურგს მიმაგრებს საარჩევნო კამპანიის დროს. ასევე ვსაუბრობთ პრობლემებზე და არ გვიჭირს ამაზე საუბარი. ყველა არსებული გამოწვევა ვიცით, რაც აწუხებს თბილისის მოსახლეობას და გვაქვს გადაჭრის კონკრეტული გზები“, – განაცხადა კახა კალაძემ.