საქართველოში ისრაელის საელჩო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
კომენტარები