საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო გამოთქმული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გამოხატეს, სადაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთელი საქართველო გლოვობს შემზარავი ინციდენტის მსხვერპლებს. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამადლობელ წერილში.
კომენტარები