პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლო ფაშინიანთან შეხვედრის შესახებ წერს.
“ერევანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომელიც გაეროში გავაჟღერე. ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.
ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.”
კომენტარები