როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.
„პენიტემცურმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მან პირადად, საკუთარი ბარათით იყიდა 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები