ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის მდივან ოსტინს ვიზიტი მიანიშნებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად უფრო მეტად, რათა გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები. ძალიან მოხარული ვართ, რომ თავდაცვის მდივან ოსტინს ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, ეს მიანიშნებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.