პოლიციამ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამირან ჯანაშია 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის უფროსი იყო. ის გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
საქმეზე, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში იყო მიცემული, ათობით პირია დაზარალებულად ცნობილი.
2013 წელს დაკავებული იყო წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე.