ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციისა და „ომიკრონი“ შტამის წყალობით, რომელიც დაავადების მძიმე მიმდინარეობას არ იწვევს, ევროპის რეგიონში სიმშვიდის ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება დასადგურდეს.
ჰანს კლუგეს განმარტებით, ევროპის ქვეყნებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, სამი ფაქტორიდან გამომდინარე, COVID-19-ის გადაცემა გააკონტროლონ: ვაქცინაციისა და ბუნებრივი ინფიცირების გამო იმუნიზაციის მაღალი დონე, თბილ ამინდში ვირუსის ნაკლებად გავრცელების ტენდენცია და „ომიკრონი“ ვარიანტის დაბალი სიმძიმე.
„გაზრდილი დაცვის ეს პერიოდი უნდა განიხილებოდეს, როგორც ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც შეუძლია მტკიცე მშვიდობა მოგვიტანოს. მოახლოებული გაზაფხული სიმშვიდის ხანგრძლივი პერიოდისა და მოსახლეობის დაცვის ბევრად უფრო მაღალი დონის შესაძლებლობას გვიტოვებს“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვაქცინაცია ვირუსის ახალ შტამებზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გაგრძელდება.
1-ელ თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მსოფლიო პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლას მიმდინარე წელს შეძლებს.