საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი ბილწსიტყვაობს და იმუქრება, განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია.
„ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.