ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” საუბრისას აცხადებს, რომ ივნისსა და ივლისში საქართველოში კოვიდაფეთქება იქნება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმიტომ, რომ ივნისსა და ივლისში საქართველოში კოვიდაფეთქება იქნება. ამას ჩვენ ვერ ავცდებით. ამ ვირუსს ასეთი ცირკულირება აქვს და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვარიანტი იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მას მზად შევხვდეთ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის. ამას ჩემზე ჭკვიანი ადამიანებიც ამბობენ. ასევე, ჩვენ მსოფლიო დინამიკა ვუყურებთ და ვხედავთ, რომ 5-6 თვეში ერთხელ ის ცირკულირებას იცვლის, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარები