თელავში ხანძრის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
მთლიანად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.
ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური თითქმის ორი საათი ცდილობდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები