საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, მართლმადიდებელი სამყარო ემზადება წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად, რომელიც საბერძნეთში ივნისში გაიმართება. მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, თავიანთ ადგილობრივ კრებას ატარებენ და წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.
16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრება, რომელზედაც მართლმადიდებელი ეკლესია იმსჯელებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.