ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა.
ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები