დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მთავარი პროკურატურისგან იმ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მას საქმეზე საჯარო საუბარი ეკრძალება.
ოფიციალური წერილობითი მოთხოვნით ადვოკატი საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართავს.
„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე”, – აცხადებს გიორგი ფანცულაია „კურიერთან“ საუბრისას“.
კომენტარები