ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო, – ასე მიმართა ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
სასამართლო სხდომაზე მაია რჩეულიშვილისთვის და გუკა რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავენ.
დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვს.
რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილის დაცვის მხარეს, სასამართლოს, პატიმრობის ნაცვლად, 150 ათასი ლარი შესთავაზა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს პროკურორები ბრალდებულთათვის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვენ.
კომენტარები