საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქო გამოძიებას ენდობა.
“ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ მამა გიორგისთან მიმართებაში. ჩვენ სულ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც აუცილებლად იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენერალური პროკურორისგან. ამიტომაც, ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ იმყოფებიან ისინი და რამდენადაც შესაძლებელი და აუცილებელი იყო წმინდა სინოდის წევრებისათვის ინფორმაციის გაზიარება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”. – აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.
“ქრონიკა”