“დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მნახველების შესვლა შეზღუდულია, გამოძიების ინტერესებიდან და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე”, – აღნიშნული განმარტება სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააკეთა.
უწყების ინფორმაციით, დეკანოზთან შეუფერხებლად შესვლა მხოლოდ მის ადვოკატებს ადა სახალხო დამცველს შეუძლიათ.
უწყება ასევე ეხმაურება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს.
„რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობას, ბრალდებულ გ.მ.-ს, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, ამ საკითხთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისული ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს.
კომენტარები