საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მზად არის პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს.
”ჩვენ ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ პასუხი გავცეთ”, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.
კომენტარები
