ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურატურის შეხვედრა მამა გიორგი მამალაძესთან დასრულდა.
პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღეს, როგორიცაა ხმის ნიმუში, ხელნაწერი და დნმ.
პროკურორის განცხადებით, დღეს მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა არ მომხდარა. პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საკმარისი დრო არ დარჩა, რომ დაკითხვა ჩატარებულიყო.
კომენტარები
