დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“24 თებერვალს, თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერმა ბესო ასათაშვილმა პარკის ცხვარიჭამიის უბანზე გამოავლინა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის შემდგომაც სამართალდამრღვევის შვილმა რეინჯერს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბესო ასათაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაში გადაიყვანა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტიკად ვგმობთ მომხდარ ფაქტს და მოვუწოდებთ საზოგადოებას, პატივი სცენ რეინჯერის საპასუხისმგებლო პროფესიას. ისინი ჩვენი ქვეყნის საგანძურს იცავენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო კანონის ფარგლებში იმოქმედებს, საქმის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
რეინჯერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
2017/02/24 22:14:55
ნანახია: 1298 ჯერ