წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, შალამბერიძეების ოჯახს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
70 წლამდე ასაკის მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ჯიბეში არსებული თანხა წაართვეს, შემდეგ გაიტაცეს, გააშიშვლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები