ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს.
”მას შემდეგ, რაც გუშინ ჩვენება მისცა მამა გიორგი მამალაძემ, მივიჩნიეთ, რომ კიდევ უფრო აუცილებელია მისი ოჯახის და ასევე პირადად მისი უსაფრთხოების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ არ დამთვარებულა დაკითხვა, ჩვენების დიდი ნაწილი უკვე მიცემულია და აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. არაერთი საჯარო განცხადებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროკურატურაში ეს განცხადებები საკმარისად არ მიიჩნიეს, ამიტომ ჩვენ გვინდა არ დავუტოვოთ საფუძველი მათ პროცედურების შესაძლო დარღვევაზე საუბრის და მივმართეთ ოფიციალური განცხადებითაც”, – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
