როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რაზეც ძალიან მწყდება გული, თუმცა გუშინ ჩემს ბიჭებთან ერთად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„საოცარი დღე იყო გუშინ – დაუვიწყარი, ემოციებით სავსე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ ხანს გაჰყვება თითოეულ ჩვენგანს. პირადად მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა და მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე წასვლის საგზური, რაც თითოეული გულშემატკივრისთვის რამდენიმე ათეული წელია, იყო ოცნება და ყოველთვის ვიბრძოდით ამისთვის.
როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რაზეც ძალიან მწყდება გული, თუმცა გუშინ ჩემს ბიჭებთან ერთად, ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. 2024 წლის 26 მარტი – ეს არის თარიღი, რომელიც აუცილებლად შევა ოქროს ასოებით საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – აღნიშნა კალაძემ.