უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იმის გამო, რომ ის უარს ამბობს უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„რამდენადაც მე მესმის, კანცლერს მიაჩნია, რომ რადგან ის არის არაბირთვული სახელმწიფოს წარმომადგენელი, ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც გერმანიას აქვს, ყველაზე ძლიერი. მან გამიზიარა მესიჯები, რომ ასეთი ძლიერი იარაღის გარეშე ვერ დატოვებს ქვეყანას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები