ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ბრალდებული ცეცხლს უკიდებს პოლიციის ავტომობილს. ამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ბრალდებულმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება თავად განახორციელა, – ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე სხვადასხვა ექსპერტიზები ჩატარდა და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი.
გარდა იმისა, რომ ექსპერტიზა ამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებითაც ჩატარდა. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები ჩატარდა საქმეზე და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.