ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და მოკლას მეორე ადამიანი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში ეროვნულ გმირადაა შერაცხილი და ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, ლაზარე გრიგორიადისს თუ შეიწყალებს.
„გარკვეულწილად, ტრენდი არსებობს და ამ ტრენდის შემქმნელთა შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც, ეს უკვე ფაქტია. ეს უკვე ყველამ იცის. ტრენდი არის ასეთი, ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და მოკლას მეორე ადამიანი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში ეროვნულ გმირადაა შერაცხილი და ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ასეთ შეწყალებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალებას ელოდება. შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილს უკვე მიმართეს.