„ვინ ვინ არის“ წამყვანი რუსკა მაყაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში გახდა ცნობილი.
„სამი დღეა რეპეტიციებს გავდივარ. ძალიან მიხარია. ვის არ უნდა, რომ ასეთი მაღალი დონის შოუ CV-ში ჩაეწეროს“, – განაცხადა რუსკა მაყაშვილმა.
ყველაზე გრანდიოზული შოუს, „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი იწყება. მაყურებელს გადაცემის ნახვა ორშაბათს, 22:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეეძლება.
კომენტარები