“გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, ჩვენ გავიმარჯვებთ” – წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ISSA-ს კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში, გამოკითხულთა პასუხები ალოკაციით ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 37.4%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 18.8%
ახალი – 13.8%
საქართველოსთვის -5.2%
ლელო საქართველოსთვის -4.7%
ლეიბორისტული პარტია – 2.7%
ევროპული საქართველო – 2.3%
კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო -2.2%
მოქალაქეები – 2.2%
ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა -2.1%
ხალხისთვის – 1.8%
გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა – 1.7%
გირჩი – 1.7%
სამართლიანობისთვის -0.7%
ხალხის ძალა – 0.6%
პატრიოტთა ალიანსი – 0.6%
ერი (ერთობა რაობა იმედი) – 0.5%
რესპუბლიკური პარტია – 0.4%
კანონი და სამართალი -0.3%
სხვა პარტია -0.3%