სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.
„საანგარიშო პერიოდში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული ძალებისა და ცალკეული დესტრუქციული ელემენტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები.
2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადახვა ძალის მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, სუს-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე სოციალური ქსელების და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.
„გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული მოსახლეობაში კატეგორიის ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და აღნიშნული კამპანიების, დაფინანსების წყაროების გამოვლენას. ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საზღვარგარეთ მსგავს საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები. და. საქართველოში მათთან შესაძლო კავშირის მქონე სუბიექტები. რომლებიც ხელს უწყობდნენ შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას. არსებული გამოწვევების, განეიტრალების მიზნით, სამსახურის მიერ ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.