საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხეს. მას მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.
საპატრიარქოს იურისტის თქმით, უშუალოდ იგი დაკითხვას არ ესწრებოდა,
”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, – განაცხადა ქარჩავამ.
კომენტარები