აღმოჩნდა, საქართველო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის შეფასებისას განაცხადა.
„ეს ძალიან კარგი შედეგია და ადასტურებს იმას, რომ უსაფუძვლო იყო ნარატივი იმის შესახებ, თითქოს, მიმდინარე წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება იყო და ამ ეფექტით იყო გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ საქართველო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2019 წელთან შედარებით“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
კომენტარები