თურქეთის პრეზიდენტი „ჰამასის“ლიდერს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და ისმაილ ჰანიეს შეხვედრა სტამბოლში გაიმართა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.
კომენტარები