მედიისთვის დაგეგმილი ბრიფინგი ჯაფარიძე – ხოშტარიამ „ქრონიკისთვის“ დახურეს. „იმედის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მათი წარმომადგენლები გააღიზიანა და გადამღები ჯგუფი ბრიფინგზე არ დაუშვეს.
არის თუ არა მათი გადაწყვეტილება მედიის დისკრედიტაცია – ამ კითხვას ზურაბ ჯაფარიძემ აღიარებით უპასუხა.
„დისკრედიტაცია? იყოს დისკრედიტაცია. არის „იმედის“ დისკრედიტაცია. კონკრეტულად თქვენი დისკრედიტაციაა. დისკრედიტაცია, რასაც აკეთებთ ის არის. ამაზე მეტი დისკრედიტაცია, რასაც თქვენ აკეთებთ, არ არსებობს“, – განაცხადა მან.
კომენტარები