ბათუმში აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის კახა ბუხრაძის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მას პირადად არ მოუსმენია ბუხრაძის მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები. მისი თქმით, მან ამის თაობაზე ინფორმაცია ბუხრაძის გარემოცვისგან მიიღო.
მერაბ ღოღობერიძე ჯერ არ დაუკითხავთ. ის აცხადებს, რომ მზად არის გასცეს პასუხი ყველა კითხვას.
„ის რაც მოხდა, უკვე მათი დანაშაულია, საზოგადოება იმდენად იყო აღელვებული, მე როგორც უფლებადამცველს, არ შემეძლო ეს გამეკეთებინა. საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი. უფრო ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას დროული რეაგირება უნდა მოეხდინა. მე მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, თუ არსებობს ისეთი ფაქტები, რომ მერაბ ღოღობერიძე მოაწყო ეს ყველაფერი და დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, როგორც მე ისე, სხვას უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. დაკითხვაზე ჯერჯერობით არ დავუბარებივარ, მე ველოდები და მზად ვარ, გავცე კითხვებზე პასუხი“, -აცხადებს ღოღობერიძე.
ღოღობერიძე აცხადებს, რომ მას ჰქონდა კონკრეტული ფაქტები აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტების შესახებ რეაგირებს სთხოვდა.
„სუფრასთან, სადაც ბატონი კახა ბუხრაძე ჩვენ ადგილობრივ პოლიციელებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, იქ მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. რაც სააშკარაოზე გამოიტანეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი“, – აღნიშნა ღოღობერიძემ „რუსთავი2“-თან ინტერვიუში.
მერაბ ღოღობერიძე – დაკითხვაზე ჯერჯერობით არ დავუბარებივარ
2017/03/12 13:20:13
კომენტარები
ნანახია: 1604 ჯერ