ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა უმეტესობა კი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ბათუმის ინციდენტის დროს დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი კი სამშაბათისთვის გადაიდო. სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან დაკავებულების ახლობლები. ზოგიერთ მათგანი აცხადებს, რომ თავიანთი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების დროს 40-მდე ადამიანი დააკავეს.
კომენტარები
