რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის ხუთი პირი დააკავეს.
როგორც “ექსკლუზივ ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სამი პირი კი 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მოქალაქეებს შორის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რა დროსაც დაცვის სამსახურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
კომენტარები
