სანზონაში, კაჭრეთის ქუჩის 22 ნომერში მცხოვრები 80 წლის ქალი ლუბა ჯანგირაშვილი დააყაჩაღეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
კომენტარები
