სულ მცირე 78 ცხედარი ამოასვენეს სამხრეთ აფრიკაში, ოქროს არალეგალური მაღაროდან, გადარჩენილია 166, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულებში, მათ შორის არალეგალურ მიგრაციაში ედებათ ბრალი.
პოლიციამ მაღაროში თვეების განმავლობაში შეწყვიტა საკვებისა და წყლის მიწოდება, რასაც პროფკავშირები სახელმწიფოს მხრიდან “საშინელ” ზეწოლად აღწერენ იმ ადამიანებზე, რომლებიც საარსებო წყაროს მოპოვებას ცდილობენ.
სამხრეთ აფრიკის პოლიციის ეროვნული სპიკერის თქმით მათი მანდატი კრიმინალთან ბრძოლა იყო და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებდნენ.
სამხრეთ აფრიკის უახლოეს ისტორიაში დაღუპულთა რიცხვი ამ შემთხვევას ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად აქცევს.
კომენტარები