აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამერიკაში ფორმირდება ოლიგარქია.
„დღეს ამერიკაში ფორმირდება უკიდეგანო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“, – თქვა ბაიდენმა.
მან დასძინა, რომ ხელისუფლებას ამერიკაში რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანი იგდებს ხელში.
კომენტარები