ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა.
იერუსალიმში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა.
შეთანხმების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ შეთანხმების პირობებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას, ბევრი მსჯავრდებული პალესტინელი ტერორისტის გათავისუფლებით.
თელ ავივში კი საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მხარდასაჭერად გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში მძევლების ფოტოები ეჭირათ.
კომენტარები