რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება და საცხოვრებელი სახლები.
ლისაკი მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ვილკული აცხადებს, რომ დაშავებულია სამი პირი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები