არ გამოვა ისტორიაზე ხაზის გადასმა, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
გერმანული მედიის ვერსიით, შტაინმაიერმა აღნიშნული ოსვენციმის მემორიალურ ღონისძიებაზე ილონ მასკის საპასუხოდ განაცხადა.
„ის არ არის შორს ბერლინიდან, ჩვენი დედაქალაქიდან. დგომა იქ, ყაზარმებს შორის ნიშნავს დგომას ჯერ კიდევ გარდაუვალი ჭეშმარიტების წინაშე. გერმანელებმა მოაწყვეს და ჩაიდინეს ეს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. გერმანელებმა გახსნეს ეს არაადამიანური უფსკრული; ეს ადგილი ოსვენციმი ცხადყოფს ჩვენთვის, რომ შორს არის გერმანიის ისტორიის ნაწილი, მოგვწონს თუ არა, ის ჩვენი ისტორიის ნაწილია და ამიტომ შეუძლებელია ჩვენი ისტორიისთვის ხაზის გადასმა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა რამდენმე დღის წინ გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე ვიდეოზარით ჩართვისას განაცხადა, რომ შვილები არ უნდა ითვლებოდნენ დამნაშავეებად მშობლების ცოდვებში, რაშიც, მედიის ცნობით, მასკი ნაცისტურ წარსულს გულისხმობდა.