უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე გამარჯვება გაუჭირდება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ევროპა მზად არის, განაგრძოს კიევის დაფინანსება.
ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტმა, ბრეტ ბაიერმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის შეკავება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე.
„გაგვიჭირდება, ამიტომ ვარ აქ“, – უპასუხა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა თავისუფლებას ვერ დაკარგავს.
„რუსები მოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს სახლებში… მათ იმდენი ადამიანი მოკლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის ღიაა რუსეთთან დიპლომატიისთვის, როდესაც აშშ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინის მომავლისთვის.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი სამხედრო დახმარება არასაკმარისია.
კომენტარები