უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. კირ სტარმერმა ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე მიიღო. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ხანგრძლივი მხარდაჭერააღუთქვა.
შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინისთვის ორი მთელი 6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტის გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინის თავდაცვით საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. დღეს ზელენსკის მეფე ჩარლზი მიიღებს. ის ასევე დაესწრება ევროპელ ლიდერთა სამიტს.
კომენტარები