დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, – განაცხადა ლონდონში გამართული თავდაცვის სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ინფორმაციას სამიტის სედეგების შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერები ახლო მომავალში კვლავ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა „მოქმედებების ტემპი შეინარჩუნონ“ და და საერთო გეგმაზე მუშაობა გააგრძელონ.
„დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის – დადგა დრო, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად ახალი გეგმის გარშემო გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სტარმერმა.
მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინასთან „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე“ იმუშაონ. სტარმერის თქმით, ეს გეგმა შემდეგ შეერთებულ შტატებთან იქნება განხილული და ერთობლივად განხორციელდება.