ირანში ნახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70, ნანგრევებში ამ დრომდე რჩება მაღაროს 32 მუშა.
ნგრევა მაღაროში გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულმა აფეთქებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ჯერჯერობით გვირაბის მხოლოდ 600-ს მეტრიანი მონაკვეთია გაწმენდილი, ჩარჩენილები დაახლოებით 1300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებიან.
კომენტარები