“მხარს ვუჭერ ემანუელ მაკრონს, წინ, გაუმარჯოს საფრანგეთს“, – აცხადებს ბარაქ ობამა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში აშშ-ის ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ გამომდინარე ამ არჩვენების მნიშვნელობიდან, ის ღიად უჭერს მხარს ემანუელ მაკრონს.
„მე აღფრთოვანებული ვიყავი ემანუელ მაკრონის კამპანიით. ის ლიბერალურ ღირებულებებს იცავდა. ის ფრანგებს უკეთესი მომავლით უზრუნველყოფს. ის ხალხის იმედს უჩენს და არა შიშს. მე დიდი სიამოვნება მივიღე მაკრონთან საუბრისას, როდესაც მისი ხედვები განვიხილეთ. ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!“ -განაცხადა ბარაქ ობამამ.
კომენტარები